ეთერ ფილიპოვიჩი
მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი.
ქვიშათერაპიის სპეციალისტი.


1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).
1989-1991 წლებში მუშაობდა გაგრის საქალაქო საავადმყოფოში.
1989-1991 წ. ყაზანის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი.
1992 წელს ამავე კათედრაზე დაიცვა დისერტაცია.
1995-2011 წლებში მუშაობდა ნევროლოგ-რეაბილიტოლოგად მინსკსა და კრასნოდარში. იყო მრავალპროფილიანი ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის ნევროლოგი.
2004 წლიდან დღემდე თანამშრომლობს მოსკოვის ფსიქოთერაპიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან.
არის არაერთი ტრენინგის ავტორი ოჯახურ ფსიქოთერაპიასა და ურთიერთობების ფსიქოლოგიაში.
2012 წლიდან დღემდე ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" მოწვეული სპეციალისტი.

ტრენინგები:
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპია
  • იუნგისეული ქვიშათერაპია ბავშვებსა და მოზრდილებში
  • ემოციური დარღვევების კორექცია და ფსიქოთერაპია ბავშვებსა და მოზარდებში
  • ფსიქოსომატური დარღვევების კორექცია და ფსიქოთერაპია ბავშვებს და მოზარდებში
  • ზღაპრების დრამის, ნიღბებისა და როლური თამაშების გამოყენება ჯგუფურ მუშაობაში
  • ბავშვთა და მშობელთა დამოკიდებულებების კორექცია და ფსიქოთერაპია
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898