დენდრონის შესახებ

მიზანი



XXI საუკუნეში  ნათლად გამოიკვეთა ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის როლი ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში.
საქართველოში კი  უკანასკნელ წლებამდე სხვადასხვა მიზეზთა გამო ისინი კვლავაც  კრიზისულ დარგებად  რჩებოდნენ. შეიქმნა საჭიროება ჩვენს ქვეყანაში  დაფუძნებულიყო მძლავრი, რეალურად ქმედითი ორგანიზაცია,  რომელიც მიზნად დაისახავდა ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერპიის დარგების განვითარებას.
2011 წლის 27 სექტემბერს ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი „დენდრონი“ დაფუძნდა როგორც არასამთავრობო  ორგანიზაცია.
ორგანიზაციის დამფუძნებელია ექიმი-ფსიქოთერაპევტი,  ნარკოლოგი  მაია ბეგაშვილი.
დენდრონის მიზნად  ისახავს:
  • საქართველოში ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის დარგების განვითარებას
  • ამ  მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას
  • სტიგმატიზაციის პრობლემებთან ბრძოლას
  • ინდივიდის საზოგადოებასთან ინტეგრირების გაადვილებას
  • მკურნალობის ბიო-ფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასა და განხორციელებას
  • დამოკიდებულებათა სინდრომის მქონე პირთა ფსიქო-რეაბილიტაციასა და სოციალური ადაპტაციას
დენდრონში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები დასახული მიზნების რეალიზებისათვის.

დენდრონი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში


დენდრონი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან).
ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „ეაპ-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის პარტნიორი ორგანიზაციაა აგრეთვე „ალექსანდრ ლუბიმოვის ტრენინგ ცენტრი“, რომელიც კურირებს დენდრონის „ნეირო ლინგვისტური პროგრამირების დარბაზს“.
ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ჩატარდა „ნლპ პრაქტიკოსის“ სერთიფიცირებული სატრენინგო კურსი თავად ალექსანდრე ლუბიმოვის ხელმძღვანელობით.

ახალგაზრდული ჩართულობა დენდრონში


დენდრონის პროფესიონალთა გუნდის მიერ მაქსიმალურად წახალისებულია ახალგაზრდული ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობასა და პროექტებში. ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „აფფა“.
„აფფას“ წევრებს, მთელი რიგი უპირატესობები აქვთ ორგანიზაციის პროექტებში ჩართულობაზე:
  • სტაჟირება
  • ფასდაკლებები სატრენინგო კურსებზე
  • ექსკლუზიური პროექტები, რომლებიც მხოლოდ "აფფას" წევრებზეა ორიენტირებული.

„აფფას“ წევრებს ენიჭებათ ფართო ასპარეზი თვითრეალიზებისათვის, როგორც თავად ორგანიზაციაში, ასევე მის გარეთ, იძენენ რა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გამოცდილებით ამყარებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას.

ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს

  • ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „აფფა“
  • დენდრონის კინოკლუბი
  • ოჯახის ფსიქოლოგის პროგრამა
  • ნლპ დარბაზი
სტიგმატიზაციის საკითხებზე აქტიურად მუშაობს დენდრონის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია და დენდრონის კინოკლუბი.
ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია დამოკიდებულებათა სინდრომი. მასთან ბრძლა წარმოადგენს „დენდრონის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს.
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898