დენდრონის შესახებ

მიზანი


XXI საუკუნეში  ნათლად გამოიკვეთა ფსიქოთერაპიის როლი ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში. საქართველოში კი  უკანასკნელ წლებამდე სხვადასხვა მიზეზთა გამო ფსიქოთერაპია კვლავ კრიზისულ დარგად  რჩებოდა. შეიქმნა საჭიროება ჩვენს ქვეყანაში  დაფუძნებულიყო მძლავრი, რეალურად ქმედითი ორგანიზაცია,  რომელიც მიზნად დაისახავდა ფსიქოთერპიის დარგის განვითარებას.
2011 წლის 27 სექტემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“ დაფუძნდა როგორც არასამთავრობო  ორგანიზაცია.  ორგანიზაციის დამფუძნებელია მაია ბეგაშვილი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის წევრი, საერთაშორისო აკრედიტაციის - ECP პირველი მფლობელი საქართველოდან, ექიმი ნარკოლოგი და ფსიქოთერაპევტი (ფსიქოთერაპიაში სახელმწიფო და ევროპული ლიცენზიების მფლობელი) მულტიმოდალი, ევროპის პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ლიგის ფსიქოთერაპევტი.

დენდრონის მიზნად  ისახავს:

  • ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებას 
დენდრონში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები დასახული მიზნების რეალიზებისათვის.

ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის დარგში

2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფეერაციის, დენდრონის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია- ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს წარმომადგენელი ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოცვიაციაში.
ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასთან პირდაპირი წარმომადგენელის არსებობა ქართული პროფესიული საზოგადოებისთვის გარდამტეხი მიღწევაა ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების პროცესში.
ეროვნული ქოლგის არსებობა ეროვნულ დონეზე ქმნის შესაძლებლობას მის ქვეშ გაერთიანებულ ორგანიზაციებში ჩამოყალიბდეს ფსიქოთერაპიის მაღალსტანდარტული პროფესიული სკოლები, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ავითარებენ და გადასცემენ პროფესიულ ცოდნას.
ქოლგა ორგანიზაცია ადგილობრივ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს დაამყარონ მჭიდრო კავშირი დარგის წამყვან მეცნიერებთან ევროპის და მსოფლიო მასშტაბით,  შესაძლებელს ხდის ადგილობრივი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ევროპაში და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენთვის საპატიო პასუხისმგებლობაა ვემსახურებოდეთ ფსიქოთერაპიის განვითარებას, წარმოვადგენდეთ ევროპის ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას, 42 ქვეყანას და 120 000 ფსიქოთერაპევტს საქართველოში და გაგვქონდეს ქართული ფსიქოთერაპიის სახელი მსოფლიოში.

საქართველოში პირველი ფსიქოთერაპიული ორგანიზაცია ევროპული აღიარებით

დენდრონი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პირველი და ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან).
ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „EAP-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.
დენდრონი მუდმივად მუშაობს გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე, რაც განაპირობებს მისი, როგორც მთავარი დარგობრივი ორგანიზაციის ადგილს საქართველოში. ამ მიზნისთვის ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სესიებს, რომელსაც უძღვებიან ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ სერთიფიცირებული საერთაშორისო კლასის სპეციალისტები.
ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) 2019 წლის 27 თებერვლის დასკვნით დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია დენდრონის შემადგენლობაში შემავალი ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას სწავლების პოსტდიპლომურ საფეხურზე. მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოებისთვის, რადგან ეს გულისხმობს ადგილობრივი კადრების მომზადების უფლების მიღებას უმაღლესი ევროპული ლიცენზირებისათვის- ECP. ამასთანავე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში, როგორც ევროპული რეგულაციის შესაბამისად აკრედიტებულ დაწედებულებაში გავლილი საათები (საათობრივი ბადის სრულად გავლის შემდეგ) ECIP ლიცენზირებას ექვემდებარება დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე მაკვალიფიცირებელ ორგანოში _ EAP განცხადების შეტანის საფუძველზე.


რა არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია European Association for Psychotherapy

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ევროპის მასშტაბით ერთადერთი მაკვალიფიცირებული ინსტიტუტია ფსიქოთერაპიის დარგში. მხოლოდ ეს ორგანიზაცია განკარგავს ფსიქოთერაპიის შესახებ ევროკავშირის ცენტრალურ საინფორმაციო ბაზას მთავრობების, საჯარო ხელისუფლების ორგანოების და სხვა ორგანიზაციებისთვის.
წარმოადგენს ევროპის საბჭოს  საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციას და ერთიანდება ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოში World Council for Psychotherapy (WCP).
ასიციაცია დაარსდა 1991 წლის 30 ივნისს. მისი საქმიანობის ფუძემდებლური დოკუმენტია 1990 წლის 21 ოქტომბრის სტრასბურგის დეკლარაცია.
სტრასბურგის დეკლარაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად განსაზღვრავს ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის სტატუსსა და კვალიფიკაციის მიღების საფუძვლებს. 
ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ავსტრიაში, ვენაში. 
2014 წლიდან დენდრონის სახით "EAP-მა" პირველად ცნო ქართული ფსიქოთერაპიული სკოლა, როგორც ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (ცენტრალური სისტემის) სრული წევრი (Full member)
დენდრონი დღემდე რჩება ''ეაპ-ის'' ცენტრალური სისტემის ერთადერთ ორგანიზაციად საქართველოდან და ზრუნავს ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის მნიშვნელობის წარმოჩენაზე ფსიქოთერაპიის ევროპული  ასოციაციის სამუშაო შეხვედრებზე, კონგრესებსა და კონფერენციებზე.
ვრცლად - იხილეთ ბმული საერთაშორისო თანამშრომლობა.


თანამშრომლობა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასთან

2019 წლის 10 ოქტომბერს ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად, ამსტერდამში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ მოხდა დენდრონის ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო პლატფორმის “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” აკრედიტაციის რატიფიკაცია. საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის საერთო კრებამ AGM დენდრონს მიანიჭა უმაღლესი ორგანიზაციული სტატუსი - სრული აკრედიტებული წევრი. ეს გულისხმობს ორგანიზაციის ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამოსობის აღიარებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიცირების ECIP სტანდარტებთან. სტატუსის მოპოვებას წინ უძღვოდა EAIP გენერალური მდივნის მიერ მააკრდიტებელი ორგანიზაციის მოთხოვნებთან სააკრედიტაციო განაცხადის შესაბამისობის დადგენა, ევროპელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, რომლებმაც დადებითად შეაფასეს დენდრონის ფსიქოთერაპიული სასწავლო პლატფორმის საქმიანობა და მოამზადეს სააკრედიტაციო დასკვნა.
ამასთანავე, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში, როგორც ევროპული რეგულაციის შესაბამისად აკრედიტებულ დაწედებულებაში გავლილი საათები (საათობრივი ბადის სრულად გავლის შემდეგ) ECIP ლიცენზირებას ექვემდებარება დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე მაკვალიფიცირებელ ორგანოში _ EAP განცხადების შეტანის საფუძველზე.

აკრედიტებული წევრის სტატუსი დენდრონს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას:
AGM-ზე დელეგაციის წარგზავნა ხმის მიცემის უფლებით.
EAIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიცე პრეზიდენტის გენერალური მდივნის ნომინირება.
ECIP სერთიფიცირებისთვის ფსიქოთერაპევტების საკვალიფიკაციო სასწავლო პროგრამების მომზადება და განხორციელება სხვა.

ახალგაზრდული ჩართულობა დენდრონში

დენდრონის პროფესიონალთა გუნდის მიერ მაქსიმალურად წახალისებულია ახალგაზრდული ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობასა და პროექტებში. ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოლოგთა კლუბი.
მის წევრებს,  უპირატესობები აქვთ ორგანიზაციის პროექტებში ჩართულობაზე:


კლუბის წევრებს ენიჭებათ ფართო ასპარეზი თვითრეალიზებისათვის, როგორც თავად ორგანიზაციაში, ასევე მის გარეთ, იძენენ რა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გამოცდილებით ამყარებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას.


ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებები 2022 წლისთვის


სტიგმატიზაციის საკითხებზე აქტიურად მუშაობს დენდრონის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა კლუბი და დენდრონის კინოკლუბი.
ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია დამოკიდებულებათა სინდრომი. მასთან ბრძლა წარმოადგენს „დენდრონის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს.
ბეჭდვა