იუნგისეული ქვიშათერაპია - პრაქტიკული კურსი

თქვენ გაეცნობით ქვიშათერაპიას, როგორც არტთერაპიის ერთ-ერთ ეფექტურ და უნიკალურ მეთოდს,

მის დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და რესურსულ შესაძლებლობებს.  ასევე, საშუალება გექნებათ მიიღოთ  ქვიშათერაპიის  პროცესის მონაწილის პირადი გამოცდილება  და საკუთარ თავზე გამოსცადოთ  ამ უნიკალური მეთოდის მრავალმხრივი ეფექტურობა და გამოყენების სფეროები.

 

კურსი მოიცავს 5 შეხვედრას:

1.ქვიშათერაპიის მოკლე ისტორია და  თეორიული საფუძვლები. ქვიშათერაპიის კაბინეტის მოწყობა.     პრაქტიკა.

2.ქვიშათერაპიული სიმბოლიზმი - ქვიშა, როგორც მეტაფორა, ქვიშის ველი, ფიგურები. პრაქტიკა.

3.ქვიშათერაპიული პროცესი - შეხვედრის სტრუქტურა, კლიენტისა და თერაპევტის როლები. ქვიშათერაპიის სტადიები. კლიენტისეული მიდგომები.  პრაქტიკა.

4.კლიენტი და ქვიშა - თერაპევტის ტაქტიკა. დიაგნოსტიკური და თერაპიული ანალიზი.  პრაქტიკა.

5.ქვიშათერაპია ინდივიდუალურ/ოჯახურ კონსულტირებასა და თერაპიაში. ჩვენებები და უკუჩვენებები. პრაქტიკა.


თითოეული შეხვდრის ხანგრძლივობაა  4 აკადემიური საათი. სულ  - 20 აკადემიური საათი.

სრული კურსის ღირებულება - 120 ლარი.

ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის,  პედაგოგებისთვის, მშობლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
გაიცემა სერთიფიკატი


წამყვანი - ეთერ ფილიპოვიჩი
,  მედიცინის დოქტორი,  სერტიფიცირებული ტრენერი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, არტთერაპევტი, ქვიშათერაპევტი, ზღაპართერაპევტი.

კურსი იწყება 8 მარტს.
შეხვედრები შედგება სამშაბათს, პარასკევსა და კვირას (8,11,13,15 და 18 მარტს), 18.00 – 21.30.


რეგისტრაცია დაწყებულია.

ტრენინგზე დასასწრებად შეავსეთ პროგრამებზე რეგისტრაციის გრაფები.
სარეგისტრაციო ველში მიუთითეთ „ქვიშათერაპია“.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის 3

+995 (790) 800 303

+995 (599) 505 898

შემოგვიერთდი Facebook-ზე