ბავშვთან სწორი ურთიერთობის სტრატეგია
ტრენინგის მიზანია ბავშვთან ურთიერთობის არასწორი ფორმების იდენტიფიცირება. ეფექტური კომუნიკაციური უნარ-ჩვევების შეძენა.

რეგისტრაცია დაწყებულია
შეავსეთ პროგრამებზე რეგისტრაციის გრაფები


იყო მშობელი, აღმზრდელი, პედაგოგი, ფსიქოლოგი არ ნიშნავს ავტომატურად ფლობდე შვილთან/ბავშვთან/კლიენტთან სწორი ურთიერთობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ბავშვის ზრდასთან ერთად კონტაქტი მშობელთან/აღმზრდელთან/პედაგოგთან, რომელიც ასე ძლიერი იყო ადრეული ბავშვობისას სუსტდება, მცირდება ურთიერთნდობა მათ შორის, დისტანცია კი _ იზრდება. მშობლის/აღმზრდელის/პედაგოგის სიტყვა სულ უფრო კარგავს ბავშვზე ზემოქმედების უნარს.

ურთიერთობა „ზრდასრული-ბავშვისთვის“, ”მშობელი-შვილისთვის”, დამახასიათებელი შაბლონის ფარგლებში ექცევა, რაც ურთიერთობისას მზა და ნაცადი მიდგომების გამოყენებას გულისხმობს და გამორიცხავს მის გულწრფელობას და სისავსეს.

რეგისტრაციის ვადები:
24.03.16-დან 22.04.16.
სესიები ჩატარდება:
I ბლოკი: 24. 04. 16, 30. 04. 16, 7. 05. 16;
II ბლოკი: 8. 05.16, 14. 05. 16, 15. 05.16.
ტრენინგი გამიზნულია: მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის, აღმზრდელებისთვის, ასევე შესაბამისი დარგების სტუდენტებისთვის.

პროგრამა:
I ბლოკი
I დღე
გაცნობა, მოლოდინები, ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები
II დღე
უპირობო მიღება, მიღების დემონსიტრირება
III დღე
კომუნიკაციური ბარიერები, “აქტიური მოსმენა”
II ბლოკი
IVდღე
პირველი ბლოკის საკვანძო საკითხების გახსენება, კომუნიკაციური ბარიერები, ”მე-გზავნილი”
V დღე
კონფლიქტის გადაჭრის მოგებზე ორიენტირებული მეთოდები; კონფლიქტის გადაჭრის არაწამგებიანი მეთოდი.
VI დღე
შეჯამება, განვლილი სესიების გახსენება, განმტკიცება პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით

ტრენინგი შედგება ორი ბლოკისგან. თითოეული ბლოკი მოიცავს 3 სესიას. სულ 18 საათი. სესიის ხანგრძლივობა 3 საათი. 2 მოკლე ( ყავის/ჩაის) შესვენება 15 წუთი. ერთი ბლოკი მოიცავს 9 საათს. ცალკეული 1 ბლოკის ღირებულებაა 50 ლარი.
ორივე ბლოკის გავლის შემთხვევაში ტრენინგის ღირებულებაა 80 ლარი.
გაიცემა სერთიფიკატი.

საჭირო მასალა - დაფა, მარკერები, ფლიფჩარტი, A4 ფორმატის ფურცლები, დაბეჭდილი მასალა მონაწილეებისთვის.

ტრენინგს უძღვებიან:
ნინო კობახიძე - ფსიქოკონსულტირებისა და დიაგნოსტიკის მაგისტრი, ფსიქოლოგი. ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი, დენდრონის სასწავლო მიმართულებათა კოორდინატორი
ნინო ჭარხალაშვილი-პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი.

ტრენინგის შემდეგ გეცოდინებათ:
• როგორ მოუსმინოთ თქვენ შვილს/ ბავშვს/ აღსაზრდელს როცა მას დახმარება სჭირდება
• როგორ დაელაპარაკოთ მას, ისე რომ მოგისმინოთ და გაგითვალისწინოთ (შეცვალოს თქვენთვის მიუღებელი ქცევა)
• როგორ მოაგვაროთ კონფლიქტი მსჯელობის და ურთიერთშეთანხმების საშუალებით (კონფლიქტის არაწამგებიანი მოგვარება)

შედეგი რომელსაც მიიღებთ:
1. თქვენი შვილი/ ბავშვი/ აღსაზრდელი თავისუფლად განიხილავს თქვენთან თავის პრობლემებს;
2. ის სწავლობს გაითვალისწინოს თქვენი სურვილები, რადგან იცის, რომ თქვენ ითვალისწინებთ მისას;
3. ის არის, არა მხოლოდ ”დამჯერე” და თვინიერი, არამედ ქცევას უქვემდებარებს თვითდისციპლინას, თვითკონტროლს და შინაგან პასუხისმგებლობას;
4. საკამათო საკითხებზე, ნაცვლად ბრძოლისა, ახერხებთ თანამშრომლობას;
5. გაქვთ ნაკლები უსიამოვნება და მეტი სასიკეთოდ გადაჭრილი პრობლემა;
6. თქვენი ურთიერთობა ხდება უფრო სავსე და თბილი, ის ემყარება ურთიერთნდობასა და პატივისცემას;
7. შედეგად იღებთ ნაკლებ ბრძოლას და მეტ სიყვარულს და სულიერ სიმშვიდეს ოჯახში/გარემოში, სადაც ურთიერთობთ ბავშვთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის 3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898
info@dendroni.ge
შემოგვიერთდი Facebook-ზე