პროექტები
ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრისა და ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წამალდამოკიდებულებს, ალკოჰოლდამოკიდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს შეეძლებათ უფასოდ გაიარონ კონსულტაციები ექიმ ნარკოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან.
გიწვევთ ღია შეხვედრა-დისკუსიაზე ოჯახური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგებთან, რელიგიის წარმომადგენლებთან და იურისტებთან ერთად ვისაუბრებთ ოჯახური ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებზე, მიზეზებზე, მათი დაძლევისა და პრევენციის გზებზე.

ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ორგანიზებით 30 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კინოსაღამო ნორმის სტიგმატიზაციის თემაზე.
ეს იყო პროექტ "ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ" ფარგლებში ჩატარებული რიგით მე-4 ღონისძიება, რომელიც წარიმართა უცვლელი ფორმატით.
საღამოს პირველი ნაწილი დაეთმო კინოჩვენებას, ხოლო მე-2 ნაწილში გაიმართა დისკუსია მასში ასახულ პრობლემაზე.
საზოგადოების მოთხოვნისა და მისი აქტიური დაინტერესების გათვალისწინებით დენდრონი კვლავაც გეგმავს კინოსაღამოების ციკლის გაგრძელებას სტიგმატიზაციის თემაზე.
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898