უფასო კონსულტაციების დღეები
ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრისა და ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წამალდამოკიდებულებს, ალკოჰოლდამოკიდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს შეეძლებათ უფასოდ გაიარონ კონსულტაციები ექიმ ნარკოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან.

უფასო კონსულტაციები ჩატარდება ორშაბათს და ხუთშაბათს, 11-დან 17.00 საათამდე.

აქცია გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში, 05 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით.

უფასო სერვისი მოიცავს:
  • ნარკოლოგის კონსულტაციას
  • ფსიქოკონსულტირებას
  • ფსიქოდიაგნოსტიკას
კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია სატელეფონო ზარის საშუალებით წინასწარ, ან ადგილზე, ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრის მიმღებში.

საკონტაქტო რეკვიზიტები:
ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრი - თბილისი, თორნიკე ერისთავის 3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898
info@dendroni.ge
მსგავსი სტატიები
გიწვევთ ღია შეხვედრა-დისკუსიაზე ოჯახური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგებთან, რელიგიის წარმომადგენლებთან და იურისტებთან ერთად ვისაუბრებთ ოჯახური ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებზე, მიზეზებზე, მათი დაძლევისა და პრევენციის გზებზე.

"იბრძოლე სიცოცხლისთვის" დენდრონის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში წამალდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მიდგომების ჩამოყალიბებასა და დანერგვას.
პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898