სასკოლო მზაობის პროგრამა

დენდრონის ბაზაზე არსებული "ბავშვთა განვითარების ცენტრი" გთავაზობთ სასკოლო მზაობის პროგრამას და სწავლისთვის მოსამზადებლად აცხადებს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მიღებას.


ძვირფასო მშობლებო, მოგვმართეთ თუ შენიშავთ, რომ თქვენი შვილი არ იჩენს ინტერესს სწავლისადმი, არ აქვს გარე სამყაროს შეცნობისკენ სწრაფვა, არ ერთვება საინტერესო და სახალისო შემეცნებით აქტივობში, უგულისყუროდ ეკიდება ნებისმიერ დავალებას, ხშირად მოწყენილია ან ჯიუტობს, შესაძლოა ბავშვი კოგნიტური უნარების ( აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება, წარმოსახვა) შეფერხებას განიცდიდეს.


სწავლისთვის
მზაობა გულისხმობს ბავშვის პიროვნულ, კოგნიტურ და სოციალურ სიმწიფეს. კოგნიტური უნარების განვითარების შეფერხება ბავშვებში იწვევს ემოციური სფეროს დარღვევას (ჭირვეულობა, სიზარმაცე, სიმორცხვე, სიჯიუტე, აგრესიულობა და .); თვითშეფასების დაქვეითებასა და სწავლის მოტივაციის დაკარგვას, რაც სოციალურ ასპექტში რიგიდულობას განაპირობებს.

 

ემოციური და პიროვნული მოუმწიფებლობა, თავის მხრივ, ხელს უშლის აზროვნების, მეხსიერებისა და ნებისყოფის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, იწვევს სწავლის უნარის დაქვეითება-შეფერხებას.


ბავშვი
სწავლისთვის მზადაა, თუ მას აქვს:

* დანაწევრებული აღქმა;
*
ლოგიკური აზროვნება;
*
სინამდვილისადმი რაციონალური მიდგომა;
*
შინაარსობრივი დამახსოვრება;
*
ცოდნის შეძენისადმი ინტერესი;
*
ექსპრესიული მეტყველება და სიმბოლოების გაგება-გამოყენების უნარი;
*
მხედველობით-მოძრაობითი კოორდინაცია და ნატიფი მოტორიკა.

 


თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა განსაზღვრულია (7-12). 

ბავშვების მიღება ჯგუფებში შესაძლებელია წინასწარი გასაუბრებითა და ფსიქოდიაგნოსტირებით

კურსი ასევე ითვალისწინებს მშობელთან ფსიქოკონსულტირებას (თვეში ერთი ვიზიტი).

 

პროექტის ორგანიზატორი: „დენდრონი

ჯგუფის წამყვანი: ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბავშვთა ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი და ფსიქოთერაპევტი ლელა ბექაური.


საკონტაქტო
ინფორმაცია
მის: ცოტნე დადიანის . N152
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
e-mail: pps.dendroni@yahoo.com
ტელ: 790800303 
593001331 
59950589
8

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული

სათაურის ველში მიუთითეთ: „სასკოლო მზაობის პროგრამა
სრული კურსის ღირებულება: 400 ლარი
ყოველთვიური ღირებულება: 100 ლარი


რეგისტრაცია


 

 

 

 

 

 

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898