მოზარდთა ქცევითი მოდელირების ჯგუფი

დენდრონი აცხადებს 12-16 წლის მოზარდების მიღებას მოზარდთა ქცევითი (კორექციის) ჯგუფში“ .

ჩვენი პროგრამა დაგეხმარებათ როგორც თქვენს შვილებთან ურთიერთობის რეგულირებაში, ასევე, თქვენს შვილებს ასერტული ქცევების შემუშავებაში.
პროგრამა განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომელთაც:


 

უჭირთ იმპულსების და ქცევების მართვა,

უჭირთ უფროსებთან და თანატოლებთან კომუნიკაციის
დამყარება,

გადამეტებულად იცავენ საკუთარ უფლებებს, რის
ნიადაგზეც თავს არიდებენ პასუხისმგებლობებს,

სოციალურად მიუღებელი ფორმებით გამოხატავენ
უარყოფით ემოციებს.
ასევე, მოზარდებისთვის, რომლებიც არიან:

საკუთარ თავში ჩაკეტილები,

აქვთ მწირი სოციალური კავშირები,

გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს,

უჭირთ საკუთარი აზრის და შეხედულების ჩამოყალიბება,

ვერ ახერხებენ ცოდნების და უნარების პრეზენტირებას,

არ აქვთ თვითეფექტურობის განცდა.
პროგრამის გავლა ხელს შეუწყობს მოზარდებს:

თამამად გამოხატონ საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის
გარეშე და სხვებთან დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია,

პატივი სცენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს,

დაიცვან საკუთარი პოზიცია მაშინაც კი, როდესაც სხვებს
განსხვავებული აზრი აქვთ,

შეძლონ არა“- თქმა დანაშაულის გრძნობის გარეშე,

გააცნობიერონ საკუთარი ქცევის მიზეზები,

ღიად ილაპარაკონ საკუთარ გრძნობებზე,

თავისუფლად გამოხატონ დადებითი ემოციები,

სოციალური ნორმების დაცვით შეძლონ უარყოფითი
ემოციებისგან განთავისუფლება

გამოიმუშაონ ასერტული ქცევის პატერნები.
პროგრამის ხანგრძლივობა - 3 თვე:

• 12 შეხვედრა მოზარდების ჯგუფთან

• 3 შეხვედრა მშობლებთან.
შეხვედრები შედგება კვირაში ერთხელ,
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 აკად. საათი
პროგრამის სრული ღირებულება 210ლარი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:

რეგისტრაცია

სათაურის ველში მიუთითეთ:
მოზარდთა ქცევითი მოდელირების ჯგუფი.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - არაუმეტეს 12 მონაწილე.
იჩქარეთ, რეგისტრაცია დაწყებულია

 

პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი:

ეკატერინე დარსანია ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, ქცევის
კორექტორი, თერაპიული ჯგუფური შეხვედრების კოორდინატორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ცოტნე დადიანის .N 152
ელ ფოსტა: pps.dendroni@yahoo.com

ტელ: 790 800303
599 505898
577 450588


არ გესმით საკუთარი შვილების? ვერ იგებთ მათ ქცევებს? ვერ ხსნით მათი გუნება-განწყობილების ხშირ ცვალებადობას? გაქვთ განცდა, რომ დროთა განმავლობაში იზრდება თქვენსა და თქვენს შვილს შორის საზღვრები? მაშინ მიმართეთ ეკატერინე დარსანიას ქცევითი კორექციის მოზარდთა ჯგუფს.

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898