ქვიშათერაპია
ქვიშათერაპია   არტთერაპიის ერთ-ერთი მეთოდია ფსიქოლოგიაში.
ტექნიკა წარმოიშვა   იუნგისეული ანალიტიკური მიდგომის ფარგლებში და ეყრდნობა  არაცნობიერის სიმბოლურ შინაარსს, როგორც შინაგანი ზრდისა და განვითარების წყაროს.
დღეისთვის მეთოდი ნაკლებად არის ცნობილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში კი შემოტანის პირველობა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ “დენდრონს” ეკუთვნის.
ქვიშათერაპია წარმატებით გამოიყენება  შემდეგი პრობლემების დაძლევისათვის:

  • ქცევის სხვადასხვა დარღვევები
  • ურთიერთობების სირთულეები
  • ფსიქოსომატური დაავადებები
  • მომატებული შფოთვა, შიშები
  • სირთულეები, რომელთაც იწვევს ოჯახური მდგომარეობისა  (განქორწინება, დაშორება, უმცროსი შვილის დაბადება და ა.შ.)  და სოციალური სიტუაციების (საბავშვო ბაღი, სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური)  ცვლილებები
  • ნევროზები
  • პოსტსტრესული დაავადებები
  • მეტყველების განვითარების პრობლემები
  • აუტიზმი

მეთოდს აქვს თეორიის საინტერესო წარსული, ტექნიკის მყარი საფუძვლები აწმყოში და დიდი პერსპექტივები მომავალში.
ამერიკელი ინდიელები მრავალი საუკუნეების მანძილზე იყენებენ  „ქვიშის სახეებს“ ჰარმონიის აღდგენისა და კარგი გუნება-განწყობის შექმნისთვის. დღეს კი ეს არის საშუალება სამყაროსთან და საკუთარ თავთან ურთიერთობისთვის. ის გვეხმარება დავძლიოთ შინაგანი დაძაბულობა  არაცნობიერ-სიმბოლურ დონეზე და გვითავისუფლებს განვითარების ახალ გზებს.
ქვიშათერაპია საშუალებას გვაძლევს შევეხოთ ჩვენს სიღრმისეულ, ჭეშმარიტ „მე“-ს, შევკრიბოთ ჩვენი უნიკალური სახება, სამყაროს სურათი, ეს კი  საბოლოოდ ხელს უწყობს პიროვნების გამთლიანებას.

ქვიშათერაპიის თეორიულ ფუნდამენტს წარმოადგენს იუნგის მიერ შემუშავებული  აქტიური წარმოსახვის ტექნიკა. ქვიშისმიერი სიუჟეტების შექმნა ხელს უწყობს პიროვნების შემოქმედებით დაბრუნებას ბავშვობაში, ის მინდობილია „შინაგან ბავშვს“. შეიძლება ითქვას, რომ „ბავშვი“ ამზადებს გზას მომავალი ფერისცვალებისთვის, უფრო მეტიც,  ხშირად „ბავშვი გადაარჩენს მოზრდილს“.

მეთოდის ავტორის, შვეიცარიელი ფსიქოლოგის დორა კალფის თქმით,  ქვიშათერაპიის მთავარი პრინციპია თავისუფალი და დაცული სივრცის შექმნა, რომელშიც მოზრდილი (ან ბავშვი) გამოხატავს და იკვლევს საკუთარ სამყაროს, გარდაქმნის რა თავის გამოცდილებასა და განცდებს (რომლებიც ხშირად  გაუგებარი და ამაღელვებელნი არიან)  ხილულ, ხელშესახებ ხატებად.
სურათი ქვიშაზე შეიძლება  აღქმული იქნას, როგორც სულიერი მდგომარეობის სამგანზომიელებიანი გამოსახულება. გაუცნობიერებელი პრობლემა თამაშდება  ქვიშაზე, როგორც დრამა,  კონფლიქტი ინაცვლებს შინაგანი სამყაროდან გარეგანში  და ხილული ხდება.

ქვიშათერაპია წარმატებით გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახური წყვილების კონსულტირებისთვის. ის შეიძლება იყოს კორექციის წამყვანი მეთოდი,  მაგალითად, ნევროზული ხასიათის ემოციური და ქცევითი გადახრების  დროს, ან  გამოიყენებოდეს  როგორც დამხმარე საშუალება კომპლექსური თერაპიის პროცესში.

"დენდრონი" ამ ეტაპისთვის ერთადერთი დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ ქვიშათერაპიის მეთოდებს როგორც მასტერ-კლასების, ასევე კონსულტირების სახით.

ქვიშათერაპიაზე ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
ტელეფონი: +995 (790) 800 303
მობილური: +995 (599) 505 898
ელ-ფოსტა: info@dendroni.ge
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898