ფსიქოკორექცია
როდესაც ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდები გამოიყენება არა მკურნალობისათვის, არამედ ამა თუ იმ დარღვევის პროფილაქტიკის, ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, საუბარია ფსიქოკორექციაზე. ფსიქოკორექციის ცნების ქვეშ მოიაზრება სპეციალური მარეგულირებელი ზემოქმედების სისტემა, რომელიც მიმართულია ფსიქიკისკენ, და მისი გავლით მთელი ორგანიზმისკენ. ხოლო ფსიქოთერაპია, ეს არის სამკურნალო მიზნით გამოყენებული ფსიქოკორექცია.


დარღვევები, რომელთა პროფილაქტიკა შესაძლებელია ფსიქოკორექციის გზით:

  • სხვადასხვა ხარისხის ქცევითი დარღვევები მათ რიცხვში: ქურდობა, მიდრეკილება ცეცხლის გაჩაღებისადმი, მიდრეკილება სიცრუისადმი, და სხვა.
  • ფსიქოტრავმის შედეგად განვითარებული სხვადასხვა მწვავე ნევროტიული რეაქციები_მშობლების განქორწინების ნიადაგზე, საყვარელ ადამიანთან დაშორების ნიადაგზე, პირველი ვიზიტი საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში,ახალ სოციალურ გარემოსთან შეუგუებლობა, ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა.
  • ყურადღების დარღვევები: ა) ჰიპერაქტიურობის სინდრომის ფარგლებში. ბ) ასთენიზაციის ფარგლებში.
  • მეტყველების განვითარების დარღვევები.
  • მეხსიერების პრობლემები.
  • სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები. (სპეციფიკური სასკოლო აშლილობები).
  • სხვადასხვა ხარისხით გამოხატული პიროვნული აშლილობები.
  • ვეგეტატიური დარღვევები პრეკლიმაქსურ და პოსტკლიმაქსურ პერიოდებში.
  • კომუნიკაციების გაძნელება.
  • ადაპტაციური მექანიზმების დასუსტება.

მიღებაზე ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
ტელეფონი: +995 (790) 800 303
მობილური: +995 (599) 505 898
ელ-ფოსტა: info@dendroni.ge
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898