ტრანსფორმაცია
„ტრანსფორმაცია“ არის ფსიქოთერაპიული თამაში, რომელიც ტექნიკურად წარმოადგენს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდების ნარევს. იგი გამოგზაურებთ თქვენს შინაგან სამყაროში და შეიცნობთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მიზეზებს. "ტრანსფორმაცია" ფოკუსირებულია შემდეგ თემებზე:

• პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა
• ადამიანის სტრესის მოდელს გაცნობიერება და არაპროდუქტიული ჩვევების შეცვლა
• ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა თქვენს ცხოვრებაში
• ინტერპერსონალური კონფლიქტების გადაჭრა
• დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების გაანალიზება: ჯანმრთელობაში, კარიერაში, ქორწინებაში ან ურთიერთობაში
• უფრო მეტი რელაქსაციის და გონების სიმშვიდის შეტანა ცხოვრებაში
• სპონტანურობის, წარმატების და თვითრეალიზებისგზაზე შემზღუდველი ბლოკების დანგრევა
• სიყვარულის, მხარდაჭერისა და შთაგონების უფრო დიდი რაოდენობით მიღება
• შიშებისა და დაბრკოლებების რესურსებად ტრანსფორმირება
• კონკრეტული მიმართულებით ნაბიჯების დასახვა

„ტრანსფორმაცია“ ჰგავს მაგიდის თამაშს. იგი შექმნილია ფინდჰორნში, ჩრდილო შოტლანდიის სასულიერო საზოგადოებაში.
ეყრდნობა ბუდისტი ბერების თამაშს, რომელიც დღემდე გავრცელებულია ტიბეტში.
ბერები მუშაობდნენ თავინთი თავის ტრანსფორმაციაზე მანამდე სანამ ნირვანას არ მიაღწევდნენ. ეს არის ლამაზი და მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააცნობიეროთ და შეცვალოთ ქცევის არაეფექტური მოდელები თქვენს ცხოვრებაში.
იგი აჩვენებს როგორ და რომელ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ვქმნით ჩვენ, როგორ ვრეაგირებთ და რა უნდა შევცვალოთ, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიოთ.

ფსიქოთერაპიულ შეხვედრაში მონაწილეობს 4 ადამიანი სეანსი ერთ დღიანია, მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გაიცემა ფსიქოთერაპიულ შეხვედრაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შეხვედრის ხანგრძლივობა 7 საათი

სეანს ფასილიტატორობას გაუწევს ფსიქოლოგი, საერთაშორისო კლასის ტრენერი რენატა ცომაია, ამიერკავკასიაში ერთადერთი ფასილიტატორი, რომელსაც აქვს ოფიციალური უფლება წარუძღვეს აღნიშნულ ფსიქოთერაპიულ შეხვედრებს.

შეხვედრაში მონაწილეობის ღირებულებაა 150 ლარი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ პროგრამებზე რეგისტრაციის გრაფები
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898