ოჯახური ფსიქოლოგია და არტთერაპია
რეგისტრაცია დაწყებულია
შეავსეთ "პროგრამებზე რეგისტრაციის" გრაფები
კურსი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ოჯახური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ცნებებსა და წარმოდგენებს, ოჯახის წევრების ურთიერთქმედების სხვადასხვა ტიპებს, მათ გავლენას ცოლ-ქმრულ და ბავშვ-მშობელთა ურთიერთობებზე,
ოჯახური სისტემის კონსტრუქციული განვითარების გზებს, მიიღებთ პრაქტიკულ ჩვევებს ოჯახურ კონსულტირებასა და თერაპიაში, რაც აუცილებლად კარგად აისახება როგორც თქვენს პირად ურთიერთობებში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.
კურსი მოიცავს თეორიულ მასალას და პრაქტიკულ არტთერაპიულ სავარჯიშოებს, შედგება 6 შეხვედრისგან:
1.ოჯახური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები:
- ოჯახის ფუნქციები, სტრუქტურა,
-ოჯახის პარამეტრები
-ოჯახის წესები, მითები
-ოჯახური საზღვრები
-ოჯახის ისტორია
-პრაქტიკა
2.ოჯახის დინამიკა:
-ოჯახის ტიპები
- გა
ნვითარების ეტაპები
-ოჯახური კომუნიკაცია
-ოჯახის კრიზისები
-პრაქტიკა
3.ოჯახის ქვესისტემა - ცოლ-ქმარი:
-ურთიერთობების განვითარების ეტაპები
-კრიზისები და შეცდომები ურთიერთობებში
-ოჯახური კონფლიქტები
-გასაღები ბედნიერი ურთიერთობებისთვის
-პრაქტიკა
4.ოჯახის ქვესისტემა - ბავშვი:
-ბავშვი, როგორც ოჯახის სარკე
-ბავშვის როლები ოჯახში
-ოჯახური კომუნიკაციის სტილი და გავლენა ბავშვის განვითარებაზე
-პრაქტიკა
5.მშობლის პიროვნების მნიშვნელობა ბავშვთან ურთიერთობაში:
-მშობლის ბავშვისადმი დამოკიდებულების ტიპები
-მშობლის სიყვარულის ტიპები
-პრაქტიკა
6.ოჯახური გარემო და ბავშვის განვითარება:
-აღზრდის ტიპები
-აღზრდის მშობლისმიერი და ბავშვური მითები
-აღზრდის ოჯახური სტილი
-აღზრდის სირთულეების მიზეზები
-პიროვნების უფლებები ოჯახში
-პრაქტიკა

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი.
კურსის ღირებულება - 200 ლარი.
გაიცემა სერტიფიკატი.
წამყვანი - ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოთერაპევტი.
კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

კურსი დაიწყება 19 აპრილს, დაგეგმილია კვირაში 3 შეხვედრა. 
საბოლოო თარიღები შეთანხმდება ჯგუფთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის 3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898
info@dendroni.ge
ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (10 კაცამდე).

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898