არტთერაპია ყველასთვის - ზღაპართერაპია

ზღაპარი ადამიანების ცხოვრებაში ათასწლეულების ისტორიას ითვლის, თუმცა ის, როგორც ფსიქოთერაპიის მიმართულება ზღაპართერაპია“, არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა.


 

 

ზღაპარს იყენებენ აღზრდაში, განათლებაში, განვითარებაში, ტრენინგულ ურთიერთქმედებაში და ფსიქოთერაპიაში - როგორც ინსტრუმენტს.
ზღაპრის მოსმენა აფართოვებს ადამიანის წარმოდგენას საკუთარ ცხოვრებაზე, იცვლება ცხოვრებისეული სცენარები, ყალიბდება ახალი წარმოდგენები. შემთხვევითი არ არის, რომ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან ჩვენი საყვარელი ზღაპრები, რომელთაც კვლავ და კვლავ ვუბრუნდებოდით ხოლმე.


29
იანვარს გიწვევთ მორიგ ღია არტთერაპიულ შეხვედრაზე, ამჯერად ვისაუბრებთ ზღაპარზე, როგორც ადამიანის გაჯანსაღების, მხარდაჭერისა და ახალი გამოცდილების მიღების საშუალებაზე. თქვენ გაეცნობით
ზღაპრის გამოყენების ისტორიას, მის შესაძლებლობებს, ზღაპრის მოყოლისა და შექმნის თავისებურებებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ თქვენს საყვარელ ზღაპრებს - თქვენს არჩევანს.


შეხვედრაზე
ვიწვევთ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, მედიკოსებს, პედაგოგებს, სოციალურ პედაგოგებს, სოციალურ მუშაკებს, მშობლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

წამყვანი - ეთერ ფილიპოვიჩი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, ნლპ-პრაქტიკოსი, მედიცინის დოქტორი.

შეხვედრის ხანგრძლივობაა 2,5-3 სთ.

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია - გამოგზავნეთ შეტყობინება მონაწილეობის დადასტურებით
-მისამართზე:
art-info.dendroni@yandex.ru
სათაურის ველში მიუთითეთ "ზღაპართერაპია"

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის 3
+995 (599) 505 898
+995 (790) 800 303
+995 (599) 471 477

 

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898