თანამედროვე ჰიპნოზი

შეისწავლე თანამედროვე ჰიპნოზი

22-23 ივლისს დენდრონი გიწვევთ კლასიკური ჰიპნოზის სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსი განკუთვნილია: ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.



კურსის დასრულების შემდეგ

 

*გაგიუმჯობესდებათ კომუნიკაციური უნარები.
*
აგიმაღლდებათ თვითრწმენა და თვითშეფასება,
*
შეძლებთ წარმატებულ პრაქტიკას ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში.
*
შეძლებთ შესწავლილი მასალის ფსიქოთერაპიულ და ფსიქოკორექციულ პრაქტიკაში და ყოფაცხოვრებაში გამოყენებას.
*
მიიღებთ ორენოვან საერთაშორისო სერთიფიკატს.

კურსის შინაარსი:
1.
ძირითადი ინფორმაცია ჰიპნოზზე. ცნება ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებზე (ცშმ). ჰიპნოზის თეორიები. შთაგონებადობა და ჰიპნობელობა.
2.
ტრანსი. მისი სახეები, ნიშნები და მიკროდინამიკა.
3.
ჰიპნოზის ნეიროფიზიოლოგია: ..პავლოვისა და ..უხტომსკის სწავლებები.
4.
ჰიპნოზის სახეები. ჰიპნოთერაპია და ჰიპნოზის არასამედიცინო გამოყენება. ცნება ჰიპნოტურ სესიაზე. ტრანსის მიღწევის ძირითადი ეტაპები.
5.
შთაგონებები. შთაგონების სახეები.
6.
კლასიკური ჰიპნოზის სახეები. მეთოდოლოგია და დაკვეთები, რომლებთანაც შესაძლებელია კლასიკური ჰიპნოზით მუშაობა.
7.
ტრანსის მიღწევა თანამედროვე კლასიკურ ჰიპნოზში. ტრანსის სიღრმის განსაზღვრა. კონსტამის ფენომენი. გამყარების ტექნიკა.
8.
ტრანსის გაღრმავება თანამედროვე კლასიკურ ჰიპნოზში. წყვილ-კენტი ფრაქციონირება. რიტმირებული სუნთქვა. "მბრუნავი ბორბალი".

სწავლების მეთოდები: ლექციები, მუშაობა წყვილებში, თერაპიული შემთხვევების გარჩევა, პასუხი კითხვებზე ინტერვიუს ფორმატში, პრაქტიკული ჩვევების შემუშავება.
კურსის წამყვანი - ნიკიტა ვლასოვი, კლინიკური ფსიქოლოგი, ევროპის ფსიქოტერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის ნლპ-ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ტრენინგების ავტორი და წამყვანი, 30-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი რუსულ და საერთაშორისო გამოცემებში ფსიქოთერაპიისა და სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებში,
ასევე - "დენდრონის'' ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში აკრედიტებული 4-წლიანი "ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის" სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წამყვანი.

სამუშაო დრო : 22/23 ივლისი (შაბათი/კვირა) 10:00_19:00
სამუშაო განრიგი: ერთი ერთსაათიანი შესვენება სადილისთვის, სამი 15-წუთიანი შესვენება coffee break.
(
სწავლის ღირებულებაში შედის coffee break და სადილი).
სამუშაო ენა - რუსული და ქართული.
კურსის ღირებულებაა 350 ლარი.

!
2017
წლის 15 ივნისამდე მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში კურსის ღირებულება იქნება 300 ლარი თითოეულისთვის.
დენდრონის წინა ტრენინგებისა და სასწავლო კურსების მონაწილეთათვის მოქმედებს 10% ფასდაკლება!
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაცია დაწყებულია.
სასწავლო ჯგუფში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
რეგისტრაციისა და გადახდის რეკვიზიტების მისაღებად გამოგზავნეთ შეტყობინება "მსურს მივიღო მონაწილეობა კლასიკური ჰიპნოზის სასწავლო კურსში" ელ-მისამართზე:
ta-info.dendroni@yandex.ru
სათაურის ველში მიუთითეთ კურსის დასახელება (კლასიკური ჰიპნოზი)

საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (599) 505 898
+995 (599) 471 477

რეგისტრაცია

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898