ფსიქოდრამა
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის ფსიქოდრამის, როგორც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდულის, ბაზისური ცოდნების გადაცემა და უნარ ჩვევების გამომუშავება პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისთვის.

პროგრამა განკუთვნილია: ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, მედიცინის დარგის მუშაკებისთვის, ასევე სტუდენტ მედიკებისა და ფსიქოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, მოზრდილთა და მოზარდთა ჯგუფებთან მომუშავე სხვადასხვა დარგის მუშაკებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.
გაიცემა ორენოვანი(ქართულ/ინგლისური) სეტიფიკატი.

წარმოდგენილი კურსის ამოცანება:
1. მსმენელთათვის ფსიქოდრამის თეორიული საფუძვლების გაცნობა, მისი ტექნიკების შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვნების წარდგენა ფსიქოლოგიურ და ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში.
2. მსმენელთათვის ფსიქოდრამის ბაზისური ტექნიკების გაცნობა.
3. სხვადასხვა ფსიქოდრამული ტექნიკის დამუშავება ინდივიდუალური მუშაობისათვის.
4. სხვადასხვა ფსიქოდრამული ტექნიკის დამუშავება ჯგუფური მუშაობისათვის.
5. მსმენელთათვის პრობლემის გადაჭრისას საკუთარი ფსიქოდრამული გამოცდილების მიღება.
6. მსმენელთათვის ფსიქოკონსულტირების წარმართვის საკუთარი გამოცდილების მიღება.
7. მსმენელთათვის ჯგუფური მუშაობის წარმართვის საკუთარი გამოცდილების მიღება.

პროგრამა წარმოდგენილია 8 ბლოკად.
ბლოკი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. შესაძლებელია პროგრამაში ჩართვა ბლოკების მიხედვით.

ფსიქოდრამა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, გამოიყენება როგორც ფსიქოთერაპიული ჯგუფური მუშაობისთვის, ასევე კლიენტებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის(მონოდრამა), იგი ადამიანის შინაგანი სამყაროს შესასწავლად, მისი შემოქმედებითი პოტენციალის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, ადექვატური ქცევის მოდელების არჩევანის გაფართოვებისა და ადაპტაციის გასამყარებლად იყენებს დრამატული იმპროვიზაციის მეთოდს. ფსიქოდრამის ელემენტები ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიის სხვადასხვა დარგებისა და მოდალობების მიერ, როგორც ფსიქოთერაპიული ტექნიკების საბაზისო ელემენტები.

I ბლოკი: 20 საათი.
თეორიული ნაწილი: ფსიქოდრამის თეორიული საფუძვლები. მეთოდის აღწერა, ისტორია ფსიქოდრამის მთავარი პრინციპები ფსიქოდრამის სამუშაო ინსტრუმენტები პრაქტიკული ნაწილი: ფსიქოდრამის ბაზისური ტექნიკები მათი გამოყენების არეალი, ეფექტები. ტექნიკები დუბლირება, როლური ცვლა, სარკე პრაქტიკული მუშაობა მცირე ჯგუფებზე შემაჯამებელი მუშაობა.

II ბლოკი: 20 საათი.
თეორია: ფსიქოდრამული სესია, მისი სქემა ფსიქოდრამული პროცესის ფაზები ( გახურება, მოქმედება, შერინგი) მორენოს პიროვნების თეორია, როლების თეორია. სცენის აგება ფსიქოდრამაში პრაქტიკა: ფსიქოდრამის გახურების ტიპები, ჯგუფის სოციომეტრია და სპექტროგრამა სოციალური ატომის აგება და მისი გამოყენება ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში. პრაქტიკული მუშაობა თემის ირგვლივ შემაჯამებელი მუშაობა.

III ბლოკი: 20 საათი.
თეორია:
1. „მე“ და „შენ“ გამოცდილება, დამატებითი რეალობა.
2. ზღაპართერაპია ფსიქოდრამაში
3. ზღაპართერაპია, როლური თამაშები
4. ოჯახური ფსიქოთერაპია_ფსიქოდრამა პრაქტიკა:
1. ზღაპართან მუშაობის ტექნიკები და ტექნოლოგიები
2. სიმბოლურ რეალობასთან მუშაობის ტექნიკები
3. მომავალთან მუშაობის ტექნიკები(დროის სპირალი, მოგზაურობა)
4. ოჯახურ პრობლემებთან მუშაობის ტექნიკები და ტექნოლოგიები.


IV ბლოკი: 20 საათი.
თეორია:
1. მორენოს როლების თეორია
2. სოციომეტრიის საფუძვლები
3. გენოსოციოდრამა
4. ოჯახთან მუშაობის სტრატეგიები.
პრაქტიკა:
1. როლური თამაშები
2. როლური ტრენინგის ჩატარების ტექნიკა
3. სოციოდრამის აგების ტექნიკა.
4. შემაჯამებელი მუშაობა.

V ბლოკი: 20 საათი.
თეორია:
1. ფსიქოტრავმა
2. ფსიქოდრამის გამოყენების თავისებურება სხვადასხვა ტრავმებთან მუშაობისას.
3. ძალაუფლების სამკუთხედი.
4. ძალადობის მსხვერპლთან ფსიქოდრამის გამოყენების თავისებურებანი.
პრაქტიკა:
1. ფსიქოდრამული ტექნიკები სხვადასხვა გენეზის ტრავმასთან მუშაობისთვის.
2. მუშაობის თავისებურებანი ძალადობის მსხვერპლთან მუშაობისას, მისაღები ტექნიკები.
3. მცირე ჯგუფებთან მუშაობა.
4. შემაჯამებელი მუშაობა.

VI ბლოკი: 20 საათი.
თეორია:
1. აქსიოდრამა
2. ორმაგ გზავნილებთან მუშაობა.
3. ფსიქოდრამული ტექნიკების ბიზნეს ტრენინგებზე გამოყენების თავისებურებანი.
4. ფსიქოდრამული ტექნიკების ქოუჩინგში გამოყენების თავისებურებანი.
პრაქტიკა:
1. ძილთან და ფანტაზიასთან მუშაობა.
2. ფსიქოდრამა_ემოციებთან და სასიყვარულო მიჯაჭვულობებთან მუშაობა.
3. ფსიქოდრამა_დამოკიდებულებათა სინდრომებთან მუშაობა.
4. თანადამოკიდებულებებთან მუშაობა.

VII ბლოკი: 20 საათი.
თეორია:
1. ბიბლიოდრამა
2. სტრუქრურირებული სავარჯიშოს შექმნის ტექნოლოგია
3. ფსიქოსომატიკასთან მუშაობის საფუძვლები
4. აგრესიასთან მუშაობის თავისებურებანი.
პრაქტიკა:
1. ბიბლიურ სიუჟეტებთან მუშაობის ტექნიკა
2. სტრუქტურული სავარჯიშოს შექმნა_გამოცდილება.
3. ფსიქოსომატურ დაავადებებთან მუშაობის ტექნიკები.
4. აგრესიასთან მუშაობა ფსიქოდრამით. სერტიფიცირება.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში. თითოეული ბლოკის ღირებულებაა: ინდივიდუალურად_160 ლარი. წყვილში_120-120 ლარი. თანხის გადახდა პროგრამის განმავლობაში ხდება ეტაპობრივად, ბლოკების მიხედვით.
პროგრამის სრული ღირებულებაა_ინდ._1920 ლარი, წყვილში_1440 ლარი.

!!! ყურადღება: სპეციალური ფასდაკლება მათთვის, ვინც პროგრამაზე დარეგისტრირდება 15 სექტემბრამდე: ეტაპობრივი გადახდისას_პროგრამის ღირებულება ინდ._140, წყვილში_100 ლარი.
პროგრამის სრული პაკეტის 15 სექტემბრამდე შეძენის შემთხვევაში პროგრამის სრული ღირებულებაა: ინდ. რეგისტრაციისას_1620 ლ. წყვილში_1240 ლარი.

პროგრამა დამუშავებულია ფსიქოთერაპიული ცენტრის დენდრონის ბაზაზე.
პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი: მაია ბეგაშვილი_ფსიქოთერაპევტი, მულტიმოდალი, ნარკოლოგი, ფსიქიატრიის დოქტორანტი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ორგანიზაციული წევრი, 4 წლიანი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო კურსისპროგრამის წამყვანი, მრავალი ფსიქოთერაპიული სასწავლო სატრენინგო კურსის და პროგრამის შემქმნელი და წამყვანი, მრავალი ფსიქოთერაპიული საავტორო ტექნიკის შემქნმნელი. საქართველოს რეგიონალური პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპიული კლინიკის, დენდრონის ხელმძღვანელი.

რეგისტრაციისთვის:

შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული. ან მოგვწერეთ ელ. მისამართზე: begashvili.maia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის დასახელება: „ფსიქოდრამა_1 წლიანი სასწავლო კურსი“ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 505 898. ან მოგვწერეთ: pps.dendroni@gmail.com

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898