დამოკიდებულებებათა სინდრომების ფსიქოთერაპია
20 იანვრიდან დენდრონში იწყება სერთიფიცირებული სასწავლო კურსი - დამოკიდებულებათა სინდრომების ფსიქოთერაპია.
კურსი მოიცავს:
1) წამალ დამოკიდებულება (სააფთიაქო ნარკომანია, ნარკოდამოკიდებულება; დამოკიდებულება სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე)
2) ალკოჰოლ დამოკიდებულება
3) თამაშ დამოკიდებულება (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) და ინტერნეტ დამოკიდებულება (სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ თამაშებზე დაოკიდებულება)
4) საკვებზე დამოკიდებულება

კურსის გავლა შეუძლიათ:

• ექიმებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სათანადო კლინიკური აქტივობებით
• მედიცინის სტუდენტებს, რომლებიც გეგმავენ აღნიშნულ დარგში მოღვაწეობას
• ფსიქოლოგებს, რომლებიც მოღვაწეობენ დარგში სხვადასხვა ფორმატით, ან გეგმავენ ფსიქოთერაპიული აქტივობების განხორციელებას
• სტუდენტებისთვის და სხვა ყველა ამ დაავადებებით დაინტერესებული პირისთვის

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ თქვენ:
  • შეძლებთ სწორად აწარმოოთ პირველადი გასაუბრება, კონსულტირება და ფსიქოკონსულტირება, რათა პაციენტი პოზიტიურად განაწყოთ მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი
  • შეძლებთ გახადოთ პაციენტები შედეგზე ორიენტირებულნი
  • გაეცნობით დაავადებების განვითარების მექანიზმებს და პიროვნებათა იმ პიროვნულ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას
  • გაეცნობით დაავადებათა კლინიკურ გამოვლინებებს
  • შეისწავლით ზემოთ აღნიშნული დაავადებების თანამედროვე სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მიდგომებს
  • შეისწავლოთ აღნიშნული მიმართულებით მომუშავე ფსიქოთერაპიული მიდგომები/მოდელები
  • შეისწავლით და დაეუფლებით სოციალური რეაბილიტაციის მიდგომებს
  • შეძლებთ ფსიქოთერაპიული მიდგომებით მუშაობას პაციენტებთან (ფსიქოკორეგირება, ფსიქოთერაპია)
სასწავლო კურსი 1 წლიანია და შედგება 4 ბლოკისგან.
თითოეული ბლოკი მოიცავს 12 ტრენინგს და პრაქტიკუმს თერაპიული ჯგუფის ფარგლებში.
კურსი ეყრდნობა თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზს.
პროგრამა შემუშავებულია ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP-European Association for Psychotherapy) სტანდარტით გათვალისწინებული 4 წლიანი სასწავლო კურსის ფორმატში.
კურსის ღირებულება - 1800 ლარი. (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც).
კურსის გავლისათვის შეავსეთ "პროგრამებზე რეგისტრაციის" გრაფები ან გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე info@dendroni.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "დამოკიდებულებათა სინდრომების ფსიქოთერაპია"
მისამართი: ე.თაყაიშვილის #3
რეგისტრაცია იწყება 12 ნოემბერს და სრულდება 10 იანვარს.
პროგრამის პრეზენტაცია - 15 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 790) 800 303, 599 505 898
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898