გახდი სერთიფიცირებული ტრენერი
ტრენინგის კურსი „გახდი სერტიფიცირებული ტრენერი“ ( 18 საათი) ხშირად გიწევთ ტრენინგების/პრეზენტაციების ჩატარება და გსურთ ეფექტურად გადასცეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც თქვენს პროფესიონალიზმზე დადებითად აისახება? მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა.
კურსის პროგრამა:
• რა პრინციპით სწავლობენ ადამიანები და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პრინციპი სატრენინგო სიტუაციაში?
• რა მექანიზმებს იყენებს ტვინი, რომ აითვისოს ინფორმაცია ცნობიერად და არაცნობიერად?
• რატომ არის ტრენინგი უფრო ეფექტური სწავლების ფორმა ვიდრე ლექცია?
• რა არის სატრენინგო ციკლის ყველაზე ცნობილი მოდელები და როგორ გამოვიყენოთ ისინი პრაქტიკულად?
• რა ემოციურ მდგომარეობაში უნდა მიიყვანოთ მონაწილეები, რომ ინფორმაცია ეფექტურად იქნას ათვისებული?
• რა არის დაჩქარებული სწავლების შვიდი პრინციპი?
• როგორ უნდა შევქმნათ სატრენინგო სიტუაცია, რომელიც ხელს უწყობს მასალის სწრაფ და ადვილ აღქმას?
• როგორ უნდა გამოვავლინოთ ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები?
• როგორ უნდა ჩავატაროთ ტრენინგი სწორ ტემპში?
• რა არის ტრენერის მთავარი მოვალეობები და როგორ უნდა შევასრულოთ ისინი?
• როგორ უნდა დავსვათ კითხვები ტრენინგზე?
• როგორ უნდა მოვეპყროთ მონაწილეების სხვადასხვა ტიპაჟებს ტრენინგზე?
• როგორ უნდა ჩაატაროთ ტრენინგის დასაწყისი, შუა ნაწილი და დასკვნა?
• რა სატრენინგო მეთოდები უნდა გამოიყენოთ ტრენინგის სხვადასხვა მომენტებში?
• როგორ უნდა დაადგინოთ სატრენინგი საჭიროებები?
• როგორ უნდა შეაფასოთ ტრენინგის შედეგები?
ტრენინგს გაუძღვება რენატა ცომაია - ფსიქოთერაპევტი და ტრენერი, დიდი ბრიტანეთის აკადემიის ტრენერების ტრენინგის სერთიფიკატის მფლობელი; ლონდონის ღია უნივერსიტეტის მენეჯმენტის სერტიფიკატის მფლობელი; ფსიქოლოგიური თამაშის „ტრანსფორმაციის“ ფასილიტატორი და ეფ სი ფი კოუჩი.

შეხვედრები შედგება 16, 18, 21, 21 და 25 დეკემბერს.

ტრენინგის ხანგრძლივობა 18 საათი.
ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ტრენერებისთვის. კურსის ღირებულება: 70 ლარი.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. 
ტრენინგზე მოსახვედრად შეავსეთ "პროგრამებზე რეგისტრაციის" გრაფები
მისამართი: ე. თაყაიშვილის 3
დამატებითი ინფორმაციისვის დაგვიკავშირდით:
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898
გისურვებთ წარმატებას
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898