არტთერაპია ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში
დენდრონი იწყებს ახალ ტენინგს "არტთერაპია ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში".
ტრენინგის მსვლელობისას თქვენ შეისწავლით ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულების - არტთერაპიის ეფექტურ ტექნიკებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან მუშაობისთვის, გაეცნობით არტთერაპიის უნიკალურ მიდგომებს კონსულტირებაში, ფსიქოთერაპიასა და დიაგნოსტიკაში, მიიღებთ ახალ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს თქვენი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის.
გარდა ამისა, თქვენ საშუალება გექნებათ:
- დაძლიოთთ საკუთარი პრობლემები, შიშები, შეზღუდვები;
- გამოავლინოთ მიზნის მიღწევის საკუთარი სტრატეგია; - იპოვოთ და გააძლიეროთ თვითგამოხატვის არსებული საშუალებები; - გააცნობიეროთ და დაიცვათ პირადი საზღვრები;
-აიმაღლოთ თვითშეფასება და პირადი ეფექტურობა;
-აღმოაჩინოთ და განავითაროთთ საკუთარი შემოქმდებითი პოტენციალი.
კურსი მოიცავს 5 შეხვედრას:
1. არტთერაპიული დიაგნოსტიკური ტექნიკები (3 ტექნიკა)
2.არტთერაპიული ტექნიკები ინდივიდუალურ ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში (3 ტექნიკა)
3.არტთერაპიული ტექნიკები ჯგუფურ ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში (3 ტექნიკა)
4.რესურსული არტთერაპიული ტექნიკები (3 ტექნიკა)
5. რესურსული ტექნიკა. დისკუსია. შეჯამება.
ტრენინგზე გამოიყენება ტექნიკები არტთერაპიის სხვადასხვა მიმართულებებიდან: სახვითი თერაპია, ქვიშათერაპია, ზღაპართერაპია, მანდალათერაპია, მონოტიპია და სხვა.
ტრენინგის თითოეული შეხვდრის ხანგრძლივობა - 4 აკადემიური საათი.
სულ - 20 აკადემიური საათი, 13 ტექნიკა.
ტრენინგის ღირებულება - 70 ლარი.
გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ტრენინგის თითოეული მონაწილე, სპეციალობისა და განათლების მიუხედავად, მიიღებს დაივიწყარ შთაბეჭდილებასა და გამოცდილებასა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში.
წამყვანი - ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, არტთერაპევტი, ქვიშათერაპევტი, ზღაპართერაპევტი.
კურსი იწყება 23 თებერვალს.
რეგისტრაცია დაწყებულია.
ტრენინგზე დასასწერებად შეავსეთ პროგრამებზე რეგისტრაციის გრაფები
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის 3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898
info@dendroni.ge .
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898