მოდალობები, რომლებიც აღიარებულია EAP-ის მიერ
ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი განაგრძობს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) მიერ აღიარებული სასწავლო მიმართულებების შესახებ.
მოდალობები, რომლებიც აღიარებულია EAP-ის მიერ:
1. სხეულზე ორიენტირებული (სხეულოვანი) ფსიქოთერაპია - სხეულზე ზემოქმედებით ზემოქმედება ფსიქიკაზე. დამფუძნებელი რაიხი.
2. ბიოსინთეზი, წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში დანერგილ სხეულზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის, ყველაზე გავრცელებულ მეთოდს.
3. გეშტალტთერაპია
4. ჰიპნოთერაპია
5. ინტეგრაციული ფსიქოთერაპია- გვთავაზობს, სხვადასხვა თეორიული მიდგომების კონცეპტუალურ სინთეზს. იგი შეიძლება განვითარდეს შემდეგი მიდგომების საფუძველზე:
  • ეკლექტიკური მეთოდების გამოყენება, რომელიც სამკურნალო პრაქტიკიდან გამომდინარე გააერთიანებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს.
  • სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების ინტეგრაცია: მედიცინა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ნეირო ფიზიოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლინგვისტიკა.
  • პიროვნების ფსიქოლოგიისა და განვითარების ფსიქოლოგიის წამყვანი კონცეფციის  ფონზე, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდების სინთეზი.
6. მოძრაობის ფსიქოთერაპია-ძირითადად გამოიყენება ემოციონალური ტრავმებისას. მეთოდი მდგომარეობს, სხვადასხვა კუნთთა ჯგუფების მონაცვლეობითი მოძრაობებით ემოციონალური სფეროს რეგულირებში.
7. ნეირო ლინგვისტური პროგრამირება (NLP)
8. ფსიქოორგანული ანალიზი- ერთიანდება ფსიქოთერაპიის ეკლექტიკურ მიმდინარეობებში.
ეს არის ფსიქოდინამიური მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია პოსტულატზე: არაცნობიერ კომფლიქტს მოყვება ენერგიის გამონთავისუფლება, რომელიც ორგანიზმს ათავისუფლებს ამა თუ იმ სიმპტომისგან. ამ ენერგიის ბლოკირების საწინააღმდეგოდ მიმართულია ფსიქოორგანული ანალიზი (მაგალითად ცეკვათერაპია).
ფსიქოორგანულ ანალიზის მეთოდს აქვს საკუთარი პრინციპები, ინსტრუმენტები და მეთოდები:
  • ინტერვენციის ეთიკა;
  • სხეული სიტყვა;
  • ფსიქოორგანული წრე;
  • მუშაობა პირველად იმპულსებთან;
  • მუშაობა დაბადებასთან; დაბადების ფაზები; ოჯახური კონტრაქტები და სხვა. დამფუძნებლები: პოლ ბოიესენი და გერდა ბოიესენი.
9. ფსიქოდინამიური/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია/ფსიქოანალიზი
10. ბიოენერგეტიკული ანალიზის ფსიქოთერაპია (ბიოენერგეტიკა)- სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მეთოდი. დამუშავდა ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ალექსანდრ ლოუენის მიერ. ეს არის სხეულოვანი მეთოდებით ადამიანის შინაგანი კომფლიქტებისგან განთავისუფლების ერთგვარი მიდგომა. ბიოენერგეტიკა ეს არის გზა სხეულზე გავლით საკუთარი პიროვნების შეცნობისა. ბიოენერგეტიკული ანალიზი უზრუნველყოფს კუნთების დაძაბულობის მოხსნას, სხვადასხვა ფიზიკური სავარჯიშოებისა და პოზების საშუალებით.
11. პოზიტიური ფსიქოთერაპია- ფსიქოთერაპიის მეცნიერული მიდგომებიდან ერთ-ერთი ყველაზე ფართოდგავრცელებული მეთოდი, რომელიც აღიარებული იქნა 1996 წელს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ და მსოფლიოს ფსიქოთერაპიული საბჭოს მიერ 2008 წელს. დამფუძნებელია ნასრად პეზეშკიანი. მეთოდი ტრანსკულტურალურია, ჰუმანურია ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე და მიეკუთვნება ფსიქოდინამიურ ფსიქოთერაპიულ მიდგომებს. იგი ეფუძნება პოსტულატს,რომ ადამიანის ბუნება დაყრდნობილია ბაზისურ და აქტუალურ შესაძლებლობებზე. მეთოდს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი პრინციპები: იმედი; ბალანსი და თვითდახმარება.
12. ფსიქოსინთეზი
13. ოჯახური ფსიქოთერაპია
14. კომუნიკაციური ფსიქოთერაპია-ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთშორისი კომუნიკაციების ოპტიმიზაციაზე. დამფუძნებლებში მოიაზრებიან: ბეიტსონი, ვატსლავიკი,მანდელი, კრატოხვილი და სხვები. მათ წამოჭრეს საკითხი, რომ პიროვნული კომფლიქტის ანდაც ნევროტული გამოვლინების მიზეზი არის არა ერთი განყენებული ინდივიდი, არამედ მისი რეალური ურთიერთობები.
15. ფსიქოდრამა
16. კლიენტ-ცენტრირებული ფსიქოთერაპია
17. მიჯაჭვულობათა ფსიქოთერაპია
18. ლოგოთერაპია
19. მულტიმოდალური ფსიქოთერაპია- გვათავაზობს მკურნალობისა და გამოკვლევის ინტეგრირებულ სქემას, რომელშიც პაციენტი განიხილება, როგორც მთლიანობა საკუთარ პიროვნებასთან და სოციალურ გარემოსთან ერთად.
20. რეალობით თერაპია- ფსიქოთერაპიის მიმართულება, რომლის ძირითადი ინსტრუმენტია მიღებული პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, ცხოვრებისეული აქტიური პოზიციების ფორმირება. კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე შინაგანი თავისუფლების ამაღლება.
ძირითადი პრინციპებია:
  • ჩვენ ვართ საკუთარი ბედის შემოქმედნი და არა მისი მსხვერპლნი.
  • მოვლენა უნდა განვიხილოთ როგორც ინფორმაცია და არა, როგორც სტიმული (სტიმული-რეაქცია).
  • ადამიანებს ამოძრავებთ ბაზისური მოთხოვნილებები. ადამიანის ქცევა არის საშუალება გავლენა მოახდინოს სამყაროზე.
  • ქცევა მოიცავს: მოქმედებას; აზროვნებას; გრძნობასა და ფიზიოლოგიას
21. ტრანსაქციული ანალიზი.
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898