ჰიპერაქტიური ბავშვი ნაწილი II
ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი ჰიპერაქტიური (ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა), მალე ხვდება არაგულწრფელობას და თქვენ მის ნდობას დაკარგავთ.გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზრდილმა ასეთი ბავშვი ზედმეტი ემოციურობის გარეშე უნდა შეაქოს, რათა არ გამოიწვიოს მისი უფრო მაღალი აღგზნება. თუ მოზრდილს უნდა
მიაღწიოს იმას, რომ ბავშვმა შეასრულოს მისი მითითებები და თხოვნები, მან უნდა ისწავლოს მისთვის ინსტრუქციების მიცემა. პირველ რიგში, მითითება უნდა იყოს მოკლე, შეიცავდეს არა უმეტეს 10 სიტყვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი უბრალოდ ‘’გამოირთვება’’ და ვერ გაგიგონებთ. მშობლებმა არ უნდა მისცენ მას რამდენიმე დავალება ერთდროულად. სჯობს ისინი მივცეთ თანმიმდევრულად, ცალ-ცალკე. თანაც ეს დავალებები უნდა იყოს შესრულებადი როგორც ფიზიკურად, ასევე დროში. საჭიროა მათი შესრულების გაკონტროლება.თუ მშობლები თვლიან, რომ რაღაც ქმედებები ბავშვს უნდა აეკრძალოს (მაგალითად, ასანთის აღება, ეზოში მარტო თამაში), უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი აკრძალვები უნდა იყოს ძალზე ცოტა, ისინი წინასწარ უნდა იყვნენ გაჟღერებული ბავშვთან და ჩამოყალიბებული იყვნენ ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ. ამასთანავე სასურველია, ბავშმა იცოდეს, რა სანქციები მოელის მას ამა თუ იმ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში. თავის მხრივ, მშობლები უნდა იყვნენ თანმიმდევრულები სანქციების გატარებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ყოველთვის იქნება მშობლის ხასიათის მსხვერპლი და შეეშინდება არა კონკრეტული დასჯის, არამედ ნებისმიერი ‘’ემოციური ქარიშხლის“ - ბავშვი შეეცდება დამალოს თავის საქციელი მშობლისგან, რაც კიდევ უფრო გაართულებს მათ ურთიერთობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში მშობლები უნდა მოერიდნონ მკვეთრ აკრძალვებს, რომლებიც იწყება სიტყვებით ‘’არა’’, ‘’არ შეიძლება“. ჰიპერაქტიური ბავშვი იმპულსურია, ის მაშინვე გიპასუხებთ დაუჯერებლობით ან სიტყვიერი აგრესიით. ამ შემთხვევაში საჭიროა ბავშვს ვესაუბროთ მშვიდად და თავშეკავებით,თუნდაც ეს აკრძალვას ეხებოდეს. ამასთანავე სჯობს მას არა უბრალოდ ავუკრძალოთ, არამედ მივცეთ არჩევანის უფლება. მაგალითად, თუ ბავშვი ხმამაღლა ყვირის, შეიძლება მას შევთავაზოთ ჩვენთან ერთად იმღეროს რამდენიმე მისი საყვარელი სიმღერა და ა. შ.იმპულსურობის გამო ჰიპერრეაქტიულ ბავშვს უჭირს მშობლის მოთხოვნისთანავე ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლა. ხანდახან სჯობს წინასწარ გავაფრთხილოთ ის, რამდენიმე წუთით ადრე. თანაც სასურველია, შემხსენებელი იყოთ არა თქვენ, არამედ მაღვიძარა ან სამზარეულოს თაიმერი. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი პირნათლად ასრულებს ყველა მოთხოვნას, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი შექება ან დაჯილდოება. ხშირად ჰიპერაქტიური ბავშვების მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი შვილები არასოდეს არ იღლებიან, დღის განმავლობაში ბევრს მოძრაობენ და გვიან იძინებენ. რა თქმა უნდა, ბავშვები იღლებიან - სწორედ ეს დაღლილობა ვლინდება მათ მოუსვენრობაში, რომელსაც მშობლები აქტიურობად თვლიან. ასეთი ბავშვები ძალიან მალე იღლებიან, ეს იწვევს მათი თვითკონტროლის დაქვეითებას და ჰიპერაქტიურობის მომატებას, რისგანაც ზარალდებიან თვითონაც და მშობლებიც. ამიტომ ბავშვის აღგზნებადობის მომატების თავიდან ასაცილებლად მშობლები უნდა ეცადნენ აარიდონ ბავშვები ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილებს, მოერიდნონ ერთბაშად ბევრი სტუმრის დაპატიჟებას.აუცილებელია დღის რეჟიმის დაცვაც - ეს ეხება როგორც საკვების მიღებას, ასევე გართობას, დავალებების მომზადებას და ძილს.შეძლებისდაგვარად ასეთი ბავშვი უნდა მოვარიდოთ ხანგრძლივ ჯდომას კომპიუტერთან და ტელევიზორთან - ისინი განსაკუთრებით ამწვავებენ ემოციურ აღგზნებას.ჰიპერაქტიური ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა სუფთა ჰაერზე გასეირნება ძილის წინ, მშობლებთან ერთად. ამ დროს მშობლებს აქვთ საშუალება გულახდილად ისაუბრონ მასთან, გაიგონ მისი პრობლემების შესახებ. სუფთა ჰაერი და მშვიდი სიარული კი დაამშვიდებს მას.
ნაწილი I

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?