გახდი ავტორი
საავტორო კუთხე არის დენდრონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ავტორების წახალისებას თავისუფლად შექმნან და გამოაქვეყნონ საავტორო ჩანაწერები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გაუზიარონ პირადი და პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს, დაუახლოვდნენ სამიზნე აუდიტორიას და გავლენა მოახდინონ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაზე.

რა არის საჭირო იმისთვის რომ გავხდეთ დენდრონის მოხალისე ავტორი? 
მხოლოდ საკუთარი საავტორო ჩანაწერის გადმოგზავნა დენდრონის ელ.ფოსტაზე pps.dendroni@gmail.com ავტორის შესახებ ინფორმაციის მითითებით (რა სახითაც გსურთ რომ განთავსდეს ჩანაწერთან ერთად).

შეუძლია ავტორს არ გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა?
დენრონის საავტორო კუთხე არის თავისუფალი სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის, შესაბამისად არავინ არის შეზღუდული იმ სახით წარადგინოს თავისი პიროვნება, რომელიც მას სურს. ასეთ შემთხვევაში მეილში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი და ფსევდონიმი, რომლითაც გსურთ ჩანაწერების გამოქვეყნება.

შეზღუდულია თუ არა ჩანაწერების მოცულობა?
ჩანაწერის მოცულობა არ არის შეზღუდული.

რის შესახებ შემიძლია ვწერო?

ყველაფრის, რისი გადმოცემაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ავტორი არ არის შეზღუდული ასახოს ორგანიზაციის პოზიცია, ასევე მეცნიერულად დასაბუთებული ან საყოველთაოდ აღიარებული პოზიცია.

მოხალისე ავტორების პირველი ნაკადის შერჩევა გაგრძელდება 15 დეკემბრამდე.

გამოთქვით ის რისი თქმაც გსურთ ადამიანებისთვის ჩვენ კი შევეცდებით თქვენი სათქმელი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვისაც ეს აინტერესებს.


პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი